აზერბაიჯანში, ქორწილში, რომელსაც 150-მდე ადამიანი ესწრება, კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულოა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა 2021 წლის 26 მაისის რეზოლუცია "სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადის გაგრძელებასთან და გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ" შეცვალა.

ახალი ბრძანების შესაბამისად, საქორწილო წვეულებებზე, რომელშიც 150-მდე ადამიანი მონაწილეობს, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა სტუმარს, სრულად ვაქცინაციის დამადასურებელი დოკუმენტის, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობის წარდგენა მოუწევს.

ცნობისთვის, ადრე, კოვიდ პასპორტის წარდგენა არ იყო საჭირო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ესწრებოდა 50-ზე ნაკლები ადამიანი.

ახალი გადაწყვეტილება ძალაში შედის 1 სექტემბრიდან.