დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ.
ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, Pfizer-ის ვაქცინით უსაფრთხო გარემოში იცრება.
მოქალაქეებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის 3 ამცრელი ბრიგადა ემსახურება. სამედიცინო პერსონალთან ერთად კი ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით ასევე აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც.
მცხეთაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 12 აგვისტოს გაიხსნა.
ამავე თემაზე:
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ათ ცენტრშია შესაძლებელი