ილინოისი ჯანდაცვის მუშაკებს და პედაგოგებს ვაქცინაციას ან ყოველკვირეულად კოვიდტესტირებას ავალდებულებს

ილინოისი ჯანდაცვის მუშაკებს და პედაგოგებს ვაქცინაციას ან ყოველკვირეულად კოვიდტესტირებას მოსთხოვს. მთავრობის განცხადებით, ახალი მოთხოვნები მოწყვლად ჯგუფებს, ბავშვებს დაეხმარება, რომელთაც ვაქცინაცია ჯერ არ ეხებათ.

მთავრობა ასევე ავალდებულებს ნიღბის ტარებას შიდასივრცეებში და ეს ზომა ვაქცინირებულებსაც ეხებათ.

ცნობისათვის, ილინოისში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 4000-ზე მეტია.