დმიტრო კულებამ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის ბოლო განცხადებაზე, რომ უკრაინას მინიმუმ 20 წელი დასჭირდება ევროკავშირში შესასვლელად.

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არიან, ამიტომ ურთიერთობის ახალი ფორმატი უნდა მოიძებნოს

„20 წელზე მეტი ხნის წინ, დასავლური ქვეყნები ლიუტუველებს, ლატვიელებსა და ესტონელებს ასეთივე მენტორული ტონით უთხრეს: თქვენ გჭირდებათ 20-30 წელი იმისთვის, რომ მიაღწიოთ სრულყოფილ წევრობას ევროკავშირსა და NATO-ში. ასე რომ, რა თქმა უნდა, გამიკვირდა ამის მოსმენა ესტონეთის პრეზიდენტისგან. მე მას ადრე ვესაუბრე და ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი. არ ვიცი რამ მოახდინა გავლენა მასზე, ინტერვიუს დროს, მაგრამ ეს განცხადებები არ შეესაბამება ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს ", - თქვა განაცხადა მინისტრმა.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გამოკითხულთა ივლისის ბოლოს გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანებას კი 54% -ემხრობა.