პატრიარქი: ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქოს რეზიდენციაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.

„ჩვენ ყოველთვის, ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო! ჩვენ ყოველთვის, ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული!“, - განაცხადა ილია მეორემ.

დღეს მარიამობაა.