ინგლისში პლასტმასის, ერთჯერად ჭურჭელს აკრძალავენ

მთავრობამ გამოაცხადა გეგმის შესახებ, რომელიც ინგლისში ერთჯერადი დანა-ჩანგლის, თეფშის და ჭიქის აკრძალვას გულისხმობს. გადაწყვეტილება "პლასტმასის ომის" ფარგლებშია მიღებული.

ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ოკეანეებში ნაგვის და პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. კონსულტაციები შემოდგომაზე დაიწყება, თუმცა მთავრობამ არ გამორიცხა, რომ აკრძალვაში სხვა პუნქტებიც შევიდეს. თავის მხრივ, გარემოს დამცველები უფრო სასწრაფო და ფართო ქმედებების საჭიროებაზე მიუთითებენ.