100 წლის ამერიკელი ვეტერანი იუბილის აღსანიშნავად თვითმფრინავიდან პარაშუტით გადახტა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ტომ რაისმა 100 წლის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა. ამერიკელი ვეტერანი თვითმფრინავიდან პარაშუტით გადახტა.

როგორც ცნობილია, მან პარაშუტით 97 წლის ასაკშიც იფრინა. მაშინ, პარაშუტით ხტომა მეორე მხოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა მიერ დესანტების გადასხმას, კერძოდ კი, ოპერაცია „ოვერლორდის“ მონაწილეთა ხსოვნას მიეძღვნა. თავად ტომ რაისი მისი ერთ-ერთი მონაწილე იყო.