კალიფორნიის სკოლაში, დაწყებითი კლასის პედაგოგმა მისი მოსწავლეების ნახევარი, სულ 26 ადამიანი Covid19-ის დელტა ვარიანტით დააინფიცირა. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევრები იუწყებიან.
მასწავლებელი ვაქცინირებული არ იყო და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სიმპტომების მიუხედავად, პედაგოგი სკოლაში მაინც დადიოდა და მოსწავლეების წინაშე პირბადის გარეშეც გამოჩნდა. მთავრობის განცხადებით, კვლევის შედეგად დადგინდა, თუ რატომ რჩება ვაქცინაცია, ნიღბები და სხვა პრევენციული ღონისძიებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა სწავლის პერიოდში თავიდან ავიცილოთ კოვიდინფექცია.
კალიფორნიაში ხელისუფლება მასწავლებლებს და ყველას, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვს, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, აშშ-ში კოვიდიინფიცირების სულ 39 617 417 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 30 812 242 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 654 381 შეადგენს.