აზერბაიჯანული მედია მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 28 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 101 101 ადამიანი აიცრა.
როგორც ცნობილია, 24 საათში აცრილებიდან 60 650 ადამიანი პირველი დოზით აიცრა, ხოლო 40 451-მა მოქალაქემ მეორე დოზით ვაქცინაცია ჩაიტარა.
ამ დრომდე საერთო ჯამში, აზერბაიჯანში 6,5 მლნ-ზე მეტი აცრა ჩატარდა. მათგან, დაახლოებით, 3,9 მლნ ადამიანი ერთი დოზით, ხოლო დაახლოებით, 2,6 მლნ ადამიანი ორივე დოზითაა აცრილი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვაქცინაცია Sinovac-ის, Pfizer-ის, AstraZeneca და რუსული Sputnik V-ს ვაქცინებით მიმდინარეობს.
აზერბაიჯანში კოვიდიინფიცირების სულ 413 986 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 358 230 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 512 შეადგენს.