ირაკლი ღარიბაშვილმა პარაოლიმპიადაზე გამარჯვებულებს ვერცხლის მედლები მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ პარალიმპიურ სპორტსმენებს, რევაზ ჩიკოიძესა და ინა ქალდანს ვერცხლის მედლების მოპოვება მიულოცა.

“კიდევ ორი მედალი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე!

ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მორიგი წარმატება მოუპოვეს საქართველოს.

ინა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა მოახერხა.

ვულოცავ ინას, რევაზს და მათ ყველა გულშემატკივარს!”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ცნობისთვის, პარაძიუდოისტმ რევაზ ჩიკოიძემ და პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა ტოკიოსპარაოლიმპიადაზზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.