ჯო ბაიდენი დელავერში, სამხედრო ბაზაზე ჩავიდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრები გადაასვენეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დელავერში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩავიდნენ.

მათ პატივი მიაგეს ქაბულიდან ევაკუაციისას მიმხდარი ტერაქტის დროს დაღუპული 13 ამერიკელი სამხედროს ხსოვნას და დაღუპულების ოჯახების წევრებს შეხვდნენ. მანამდე, დელავერის ბაზაზე დაღუპულთა ცხედრები გადაასვენეს.

ქაბულის აეროპორტთან, "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელის მიერ განხორციელებული ტერაქტის დროს, სამოქალაქო პირების გარდა, 13 ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპა. ისინი ქაბულის აეროპორტს იმ საჰაერო ხომალდის საშუალებით იცავდნენ, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 114,400 ადამიანი გამოიყვანა ადგილიდან.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის დედაქალაქში სამხედრო შეტევა განახორციელეს და ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ლიკვიდირება მოახერხეს.