იტალიაში, ბრინდიზში ზღვის სანაპირო ზოლში სპეციალური ავტომობილების საშუალებით დამსვენებლებს, ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ.
სისხლის დონაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილი ვაქცინაციის მობილურ ჰაბად გადაკეთდა და ვაქცინაციის მსურველ დამსვენებლებს, ტურისტებს თუ ადგილობრივ მოსახლეობას, ბრინდიზის ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები, ზღვის სანაპირო ზოლშივე სთავაზობენ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრას.
სკოლების გახსნის თარიღის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი მშობელი იღებს გადაწყვეტილებას შვილების აცრის შესახებ. ამ სერვისის წყალობით უამრავმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის დოზა მათთვის კომფორტულ გარემოში.