ქარიშხალი ,,იდას" გამო, ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

აშშ-ის შტატ ლუიზიანას ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს. სტიქიამ მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვია.

აშშ-ის „ქარიშხლის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს. ამ დროისთვის 285 000 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ლუიზიანის შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდსის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი ქარიშხალი, რომელიც შტატს 1850 წლის შემდეგ დაატყდა თავს.

„იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე გაძლიერდა. ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს, რომელმაც სახლებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს პრობლემები შეუქმნა.

ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა, რომელმაც მაშინ 1 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დენის მიწოდების აღდგენას.

ამავე თემაზე:

აშშ-ის სანაპიროს ქარიშხალი „იდა“ უახლოვდება