აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს. ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ყოფილმა კომისარმა სკოტ გოთლიბმა განაცხადა. გოთლიბი ახლა Pfizer-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.

მისი ინფორმაციით, კომპანია ამ მოთხოვნით განაცხადს სავარაუდოდ, ოქტომბერში შეიტანს.

ამჟამად, Pfizer-ის ვაქცინა ნებადართულია 12 -დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. Moderna-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინები ნებადართულია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.