„ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იხსნება, თუმცა უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ერთადერთი გამოსავალია აცრა და პირბადის ტარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა არ უნდა მოვეშვათ. ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. მთავარი ამოსავალია აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი უნდა იყოს აცრილი. 1 მილიონს სავარაუდოდ, გადატანილი ექნება ვირუსი, ოქტომბრიდან კი, ყველა პროგნოზით დამშვიდდება სიტუაცია.
აცრების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, უნდა გაფართოვდეს ეს პროცესი და რეგიონები მოვიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია ჯარის ჩართულობა, რეგიონებში დადიან და სოფლად ცრიან მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.