30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 164 402 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%, ხოლო ერთი დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი, 78 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.