აშშ-მ უკრაინას Moderna-ს კოვიდვაქცინის სულ 2 მილიონზე მეტი დოზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მეორე გადაზიდვით COVID-19-ის ვაქცინები გადაეცა უკრაინას, როგორც ჩვენი შემოწირულობის თითქმის 2.2 მილიონი დოზა დღემდე. ეს ნაბიჯი აძლიერებს აშშ -ს ვალდებულებას გლობალური პანდემიის დამარცხებაში და უკრაინის დახმარებაში", - წერს სახელმწიფო მდივანი Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინების გადაცემა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
ცნობისთვის, უკრაინაში კოვიდიინფიცირების სულ 2 284 940 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 2 206 683 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 53 738 შეადგენს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 749 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 291 პაციენტი, 18 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.