ნათია თურნავა: მედია დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა

„მედია დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან მედიის წარმომადგენელთა მიმართ გამოხატულ სიძულვილის ენას ეხებოდა.

„სიძულვილის ენა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. მედია თავისუფალია, დაცულია და მის მიმართ რაიმე აგრესია მიუღებელია. ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ თავკვეთულას მონასტერში ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს საპატრიარქო ეპარქიის მმართველის შემდეგ შეაფასებს.