აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დრომდე, შტატებმა სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 126 731 750 დოზა გადასცა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაქცინების განაწილება სხვა ქვეყნებისთვისაც მოხდებოდა, აშშ აქტიურად ახორციელებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის პროცესს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 27 აგვისტოს მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი შეთანხმებებითა და კოორდინირებული ძალისხმევით 80-ზე მეტ ქვეყანას ვაქცინების 125 მილიონზე მეტი დოზა გადასცა.
,,დღეის მდგომარეობით, ჩვენ მილიონობით ვაქცინა გავგზავნეთ აფრიკის 30 -ზე მეტ ქვეყანაში, დასავლეთ ნახევარსფეროს 25 -მდე ქვეყანაში და სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის 20 -მდე ქვეყანაში. ამ დაავადებამ არ იცის საზღვრები და გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე", - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: