BBC-ის ცნობით, ,,თალიბანის" მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ პირობა დადეს ჟურნალისტების წინააღმდეგ არანაირი მუქარა არ იქნებოდა, ზოგიერთი ტელევიზია მკვეთრად შეიცვალა.
BBC World News- ის წამყვანი, კორესპოდენტი იალდა ჰაკიმი ავრცელებს ერთ-ერთი ავღანური ტელევიზიიდან კადრებს, სადაც ჩანს, რომ ტელეწამყვანს გადაცემის წაყვანა შეირაღებული ,,თალიბების" ფონზე უწევს.
,,ასე გამოიყურება პოლიტიკური დებატები ავღანურ ტელევიზიაში, თალიბანის ქვეითი ჯარისკაცები უყურებენ წამყვანს. ჟურნალისტი საუბრობს აშრაფ ღანის მთავრობის დაშლაზე და ამბობს, რომ ავღანელ ხალხს ისლამური საამიროს არ უნდა ეშინოდეს", - წერს Twitter-ზე ჰაკიმი.
ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა.
ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.
ამავე თემაზე:
ავღანეთის დატოვება 2 000-ზე მეტ ჟურნალისტს სურს