თამარ გაბუნია: რამდენიმე ქვეყნიდან უკვე მოდის ჟანგბადი

ჟანგბადით მომარაგების საკითხში ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან ჩართულნი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, საერთაშორისო შესყიდვები დაიწყო და რამდენიმე ქვეყნიდან უკვე მოდის ჟანგბადი.

მანვე აღნიშნა, რომ რთულია ლოგისტიკის შენარჩუნება საჭირო დონეზე, თუმცა, ჯერჯერობით ხერხდება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჟანგბადით მომარაგების კუთხით საქართველოს თურქეთი და აზერბაიჯანი ეხმარებიან.