უბედური შემთხვევა მოხდა შეკვეთილში. ახალგაზრდა კაცს ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს შსს-ში უდასტურებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.