დღეიდან, პარიზის თითქმის ყველა ქუჩაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე 50-დან 30 კმ/სთ-მდე შემცირდა. როგორც ცნობილია, ახალი შეზღუდვების შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ ივლისში გამოაცხადა.
იქნება მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, როგორიცაა Avenue des Champs-Elysées და Boulevards des Maréchaux, სადაც ავტოტრანსპორტის სიჩქარე დარჩება 50 კმ / სთ.
ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავტომობილების შემცირება, ველოსიპედებისთვის მეტი სივრცის შექმნა, ხმაურისა და გარემოს დაბინძურების შემცირება და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაა.
აღნიშნული გადაწყვეტილება აწუხებს ზოგიერთ მძღოლს, განსაკუთრებით კი ხელოსნებს, რომლებიც რეგულარულად მოძრაობენ პარიზში.
როგორც ოპონენტები აცხადებენ, ახალი წესები პარიზში საცობებს გაზრდის, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, სიჩქარის შეზღუდვის ახალი წესების მომხრე პარიზელების 59% იყო.
ცნობისთვის, აქამდე საფრანგეთის დედაქალაქში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 30 კილომეტრი საათში ქუჩების 60%-ზე იყო.