NCDC-ი SINOVAC-თან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

NCD-ი SINOVAC-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია SINOVAC-ის ვაქცინის შესახებ: ჩინური წარმოების (Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება. SINOVAC-ის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა.

ვაქცინა ავტორიზებულია 39 ქვენის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი, მექსიკა და სხვა. სინოვაკის ვაქცინა 85 - 100% 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ Sonopharm-ის ახალი დოზების მოწოდება მოხდება, ხელმისაწვდომია SINOVAC-ი და ეს ორი ვაქცინა აბსოლუტურად იდენტურია.

ცნობისთვის, Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დროებით იზღუდება.