პენიტენციური სამსახური: 105 პატიმარი კოვიდინფიცირებულია

პენიტენციურ სისტემაში კოვიდ ინფიცირებული 105 პატიმარია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა. მათივე განცხადებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასტანავე, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია.

"პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება .

ამჟამად, 105 ინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. თუმცა მათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება.

39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.