სამხრეთ იემენის ავიაბაზაზე თავდასხმისას სულ მცირე, 30 ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა

სამხრეთ იემენის ავიაბაზაზე თავდასხმისას სულ მცირე, 30 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ანადის სამხედრო ბაზაზე ჰუსიტმა ამბოხებულებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მიიტანეს იერიში.

როგორც გამოცემა წერს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა ქვეყნის სამოქალაქო ომში, ბოლო წლების განმავლობაში.

იემენის სამხრეთ ძალების წარმომადგენელმა თქვა, თავდასხმასისა სულ მცირე, 65 ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ მუშაობენ.

ცნობისთვის, იემენი სამოქალაქო ომში ჩართულია 2014 წლიდან, როდესაც "ჰუსიტი" მეამბოხეები შეიჭრნენ ჩრდილოეთის დიდ ნაწილში და აიღეს დედაქალაქი სანაა. დედაქალაქს ამ დრომდე ამბოხებულები აკონტროლებენ.