ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა ამ სიიდან კოსოვო, ისრაელი, მონტენეგრო, ლიბანი და ჩრდილოეთ მაკედონია ამოიღო.

16 ივნისს ევროკავშირმა ამერიკელ ტურისტებს საზღვრები გაუხსნა.

ევროკავშირის კრიტერიუმით, კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში მოსახვედრად, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათასს მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 75-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 100 ათასს მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 11 ათასსს გადააჭარბა.