"პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს, ორნიშნაა, დაახლოებით 30%-ია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის 30% მაღალი რეიტინგია.
"მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.