სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომლსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს

Reuters-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, მრავალი მუტაციით, მაგრამ ჯერ არ აქვთ დადგენილი, არის თუ არა ის უფრო გადამდები და თუ შეუძლია ვაქცინებით ან წინა ინფექციით გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა.

როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც C.1.2, პირველად მაისში გამოვლინდა სამხრეთ აფრიკის პროვინციების უმეტესობაში და ახლა გავრცელდა აფრიკის, ევროპის, აზიისა და ოკეანიის შვიდ ქვეყანაშია გავრცელებული. ის უამრავ მუტაციას შეიცავს, რომელიც სხვა ვარიანტებთან არის დაკავშირებული, ისინი წარმოიქმნება სხვადასხვა ნარევში. მეცნიერები ჯერ არ არიან დარწმუნებულები, როგორ მოქმედებენ ისინი ვირუსის ქცევაზე.

ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღმოაჩინა კორონავირუსის "ბეტა" ვარიანტი, იმ ოთხიდან ერთ-ერთი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) "შემაშფოთებელს" უწოდებს.