გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც "თალიბებს" მოუწოდებს, უზრუნველყონ უსაფრთხო გასასვლელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ავღანეთის დატოვებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული რეზოლუცის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ "თალიბანს", შეიქმნას უსაფრთხო ზონა, რადგან ავღანელებმა 31 აგვისტოს შემდეგ, ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ, ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლა შეძლონ.

რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.

BBC-ის ცობით, შეხვედრის დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ "თალიბანთან", 31 აგვისტოს შემდეგ ევაკუაციის შესახებ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.