"თალიბანის" ოფიციალური წარმომადგენელი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი აშშ-ის მიერ ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისიის დასრულებას Twitter-ზე ეხმაურება.
"თალიბანის" განცხადებით, აშშ-ის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, ავღანეთმა "სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა".
"ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა ქაბულის აეროპორტი 21:00 საათზე დატოვა და ჩვენმა ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა“, - აღნიშნავს ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი.
მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.
ამავე თემაზე:
ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს