ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი, მონსენ ფაჰრაზადეჰი თეირანთან, მანქანაში მოკლეს. ამ ინფორმაციას ირანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
მონსენ ფაჰრაზადეჰი ქალაქ აბსადში თავდასხმის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარი ფაქტი თავდასხმად შეაფასა. დასავლური დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, ფაჰრიზადეჰი ირანისთვის ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდა.
2015 წელს, New York Times - მა ის შეადარა რობერტ ოპენჰაიმერს, ფიზიკოსს (ხელმძღვანელობდა მანჰეტენის პროექტს) რომელმაც პირველი ატომური იარაღი შექმნა მეორე მსოფლიო ომის დროს.