რა ანტივირუსული მედიკამენტის შემოტანას გეგმავს საქართველო

საქართველოში უახლოეს მომავალში ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან, გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან, ასევე პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან კავშირში არ არის.

"ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება. პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ .

ცნობისთვის, საქართველოში 393 764 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4778 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 79