BBC: პანდემიის გამო, კომპანია Nike-ი სათავო ოფისის თანამშრომლებს ერთი კვირით დაასვენებს

BBC-ის ცნობით, ორეგონში, Nike-ის კორპორატიულ შტაბში დასაქმებულებს, სექტემბერში, სამსახურში დაბრუნდებამდე, ერთკვირიანი შვებულება მიეცათ.

დღეიდან პარასკევის ჩათვლით, ამერიკული ფირმა "გაითიშება", რათა მძიმე წლის შემდეგ თანამშრომლებმა დაისვენონ.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პანდემიის გამო თანამშრომლებს რთული წელი ჰქონდათ და მენტალური ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად დასვენება სჭირდებათ.

"დაუთმეთ ეს დრო განტვირთვას, სტრესისგან გათავისუფლებას და გაატარეთ დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად", - თქვა ფირმის ხელმძღვანელმა მეთ მარრაცომ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.