საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა. ეს შეზღუდვა 13 სექტემბრამდე იმოქმედებს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხებია საქალქთაშორისო ტრანსპორტს.