განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს უფლებამოსილება ეძლევა, 4 ოქტომბრამდე, სამედიცინო პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორილი და პრაქტიკული სამუშაოები დასწრებული ფორმატით აწარმოონ.
როგორც მინისტრამ აღნიშნა, ეს ეხება მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილს, თეორიული სწავლება ამ შემთხვევაშიც 4 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.
მინისტრის თქმით, პრქტიკული აქტივობების დროს როგორც სტუდენტები, ასევე პროფესო-მასწავლებლები, ვინც ჩართულები იქნებიან სწავლების პროცესში, სრულად ვაქცინირებულები უნდა იყვნენ.
"ყველა უნივერსისტეტს სწავლის დაწყების თავისი თარიღი გააჩნია და თავისი აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს. სასწავლო პროცესს ყველა იწყებს მაშინ, როცა აქვთ გაცხადებული, ოღონდ 4 ოქტომბრამდე იწყებენ დისტანციურ ფორმატში. 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას და დეტალურად გამოვიკვლევთ თუ რა არის იმ დროისთვის ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა თუ სოფელში და ამაზე იქნება გადაწყვეტილება დამოკიდებული.
ერთადერთი გამონაკლისი შეეხება მედიცინის პროგრამის სტუდენტებს - ეს არის პრაქტიკული, ლაბორატორილი და კლინიკური მეცადინეობები. მინდა აღვნიშო რომ მედიცინისთვისაც, თეორიული სწავლება იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე, მანამდე უფლებამოსილება ეძლევა უნივერსიტეტებს, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორილი და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, ოღონდ აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები", - განაცხადა განათლების მინისტრამ.
ამავე თემაზე:
სწავლა დისტანციურად განახლდება
როდის განაახლებენ სააღმზრდებო დაწესებულებები მუშაობას