საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი გაუარესდება და 2-3 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

,,2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" , - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.