ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 63 წლის ალარ კარისი აირჩია.

კენჭისყრის მეორე ტურში კარისის კანდიდატურას მხარი 72 დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში სულ 80 დეპუტატი მონაწილეობდა.

კარისი ესტონეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამ პოსტზე კოალიციურმა პარტიებმა - რეფორმების პარტიამ და ცენტრისტულმა პარტიამ წარადგინეს.

კარისი ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორის თაანამდებობას იკავებდა, ის ყოფილი გენერალური აუდიტორია.