Europetime-მა ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ექსკლუზიურად ჩაწერა.
ევროპარლამენტარმა, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს, ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან გააკეთა კომენტარი.
„რასაკვირველია, დაფინანსება განპირობებული იყო პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის არის დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ საქართველოს მიმართულება არ შეიცვლება. მაგრამ მათი გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან პანდემიის დროს საგარეო ვალმა მშპს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 60%-ს მიაღწია. რაც კანონიერი ზღვარია. მესმის, რომ მათ სჭირდებათ, დაიწყონ ამის შეცვლა “, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ.