საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 553 697 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 497 517, გარდაიცვალა 7 482 პაციენტი.

NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 26 201 აცრა ჩატარდა.

ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 802 083 შეადგენს.