შარლ მიშელი: ავღანეთის კრიზისი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი უფრო დიდი სამხედრო ავტონომიისკენ უნდა ისწრაფოდეს

ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები, რათა უკეთ მოემზადოს თავისი მოქალაქეების სამხედრო ევაკუაციისთვის ისეთ სიტუაციებში, როგორიც ავღანეთში ბოლო კვირების განმავლობაში განვითარდა, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"ჩემი აზრით, ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი ასეთი გეოპოლიტიკური მოვლენა (ავღანეთი) იმის გასაგებად, რომ ევროკავშირი უნდა ისწრაფოდეს უფრო დიდი ავტონომიისა და ქმედუნარიანობის შექმნისკენ მსოფლიოში", - განაცახდა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, "ევროპული გავლენა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება".

"ჩვენი სტრატეგიული ავტონომია მოითხოვს მუშაობას ჩვენს ეკონომიკურ ძალაზე, სამეზობლოსა და უსაფრთხოების შესაძლებლობებზე" ,- წერს Twitte-ზე შარლ მიშელი.