დღეიდან, 1 სექტემბრიდან აზერბაიჯანის რესტორნებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და სხვა ობიექტებში შესასვლელად კოვიდპასპორტი იქნება საჭირო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ამ დაწესებულებების სერვისებით სარგებლობას 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები მხოლოდ ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შეძლებენ. ასევე ყველა ადამიანს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, დღეიდან კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ.
აზერბაიჯანში ამოქმედებული ახალი რეგულაციების მიხედვით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკის, კომუნიკაციის, სოციალური, ფინანსური, ტურიზმისა და სხვა სფეროს დაწესებულებებში დასაქმებულია ადამიანების 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს.
ასევე ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების, საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინის პირველი დოზით აიცრან.