განმუხურში, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია მოკლეს.
როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.