ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ-პრადეშის შტატში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, დენგეს ცხელებით სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 45 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დენგეს ცხელება გადადის კოღოებით, რომელთა რიცხვი ინდოეთში ახლა, წვიმიანი სეზონის განმავლობაში იზრდება.
ინფექციას ცხელება, თავის, თვალებისა და სახსრების ტკივილი ახასიათებს.
ამავე თემაზე: