ბრიტანეთის ელჩი: ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

"ბრიტანეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", “მრავალეროვანი საქართველოსა” და "სამართლიანი არჩევნების" მხრიდან ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის პროცესს.

ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად", - წერს ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე.