გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.

"მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ. ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. ისიც კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამ ქალაქს ამასთან ერთად სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგა პროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს რეგიონში", - განაცხადა გიორგი გახარიამ .

ამასთან, გიორგი გახარიამ თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები წარადგინა:

1. ლევან დოლიძე;

2. ზაზა თავაძე;

3. სალომე კობალაძე;

4. გიორგი შარაშიძე;

5. დავით ფარცვანია

6. თამარ (ტატა) ხვედელიანი;

7. ეკატერინე ვეფხვაძე;

8. მალხაზ მჭედლიშვილი;

9. საბა ჯიქიძე;

10. გიორგი სოსელია;

11. თიკო თვალაძე;

12. გიორგი კიკნაველიძე;

13. ზაურ რეხვიაშვილი;

14. ქეთევან ბაკარაძე;

15. ვატო ფაჩულია.

გახარიამ ასევე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში:

სამგორი - კახაბერ ქემოკლიძე, დიპლომატი;

ისანი - დავით გოგიძე;

კრწანისი - ზურაბ რეხვიაშვილი;

მთაწმინდა - ვახტანგ (ვატო) გვაზავა, ექიმი;

გლდანი - ნათია მეზვრიშვილი, იურისტი;

ჩუღურეთი - რუსუდან თევზაძე, განათლების სპეციალისტი;

ვაკე - მერაბ მაჭავარიანი, ბიზნესმენი;

დიდუბე - გიორგი ქაჯაია, დიდუბელი;

საბურთალო - მიხეილ ნაბიჯაშვილი, ეკონომისტი;

ნაძალადევი - გალაქტიონ ღუდუშაური.