მედია: ავღანელი თარჯიმანი, რომელმაც 13 წლის წინ ბაიდენი გადაარჩინა, აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთიდან გაყვანას სთხოვს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ავღანელი თარჯიმანი, რომელმაც 13 წლის წინ ბაიდენი და კიდევ ორი სენატორი გადაარჩინა, ახლა აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთიდან გაყვანას სთხოვს.

"ბატონო პრეზიდენტო, გადამარჩინეთ მე და ჩემი ოჯახი. არ დაგავიწყდეთ აქ“, - მიმართავს ავღანელი თარჯიმანი მოჰამედი ჯო ბაიდენს. უსაფრთხოების მიზნით, თარჯიმანი მის სრულ სახელს არ ამბობს.

გამოცემის ცნობით, ახლა თარჯიმანი, მისი მეუღლე და ოთხი შვილი "თალიბანს" ემალება.

თეთრი სახლის პრესპიკერმა ჯან ფსაკიმ თარჯომანს გაწეული სამსახურითვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აშშ ავღანელ თარჯიმანს ევაკუაციაში დაეხმარება.

"ჩვენ გამოგიყვანთ ავღანეთიდან და თქვენს მიერ გაწეულ სამსახურსაც დავაფასებთ", - განაცხადა ფსაკიმ მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მოჰამედის მიმართვა წაიკითხა.