Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის პაციენტებზე გამოცდა დაიწყო

Pfizer- მა დაიწყო Covid-19-ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა, კლინიკური კვლევების შუა და გვიან სტადიაზე. პრეპარატი განკუთნილია არაჰოსპიტალიზირებული, სიმპტომური პაციენებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანია მუშაობს ანტივირუსული აბის PF-07321332-ის შემუშავებაზე, რომელიც მიიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე. პრეპარატის გამოცდაში მონაწილეობს 1,140 მოხალისე, რომელიც ამ პრეპარატთან ერთად ღებულობს რიტონავირის დაბალ დოზას.

კვლევების ამ ფაზაში უნდა შეფასდეს მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება "რიტონავირთან" კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი და ინფექციის გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

პრეპარატი PF-07321332 შექმნილია იმისათვის, რომ ძირითადი ფერმენტის აქტივობა დაბლოკოს, რომელიც კორონავირუსის რეპლიკაციისთვისაა საჭირო.

Pfizer- მა ივლისში განაცხა რომ თუკი PF-07321332 ტესტირება წარმატებული იქნება, იგი მეოთხე კვარტალში შეიტანს განაცხადს რათა მიიღოს ავტორიზაცია ამ პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის.