66 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი "დიდი ჯონი" აუქციონზე გაიყიდება

ოქტომბერში, პარიზის აუქციონის სახლი დინოზავრის ტრიცერატოპების ყველაზე ცნობილი ნიმუშის გაყიდვას შეეცდება, რომელიც ცნობილია როგორც "დიდი ჯონი", ამის შესახებ ინფორმაციას Frace24 ავრცელებს.

ტრიცერატოპსი დინოზავრთა შორის ყველაზე გამორჩეულია თავზე არსებული სამი რქის გამო - ერთი ცხვირზე და ორი შუბლზე.

"დიდი ჯონის" სიგრძე 8 მეტრია. ჩონჩხი 2014 წელს შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. კვლევების შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის 66 მილიონი წლის წინანდელია.

ის პარიზის აუქციონის სახლში 18 ოქტომბერს გამოჩნდება, ხოლო 21 ოქტომვერს აუქციონი გაიმართება.

როგორც France24 წერს, სავარაუდოა, რომ ჩონჩი გაიყიდება 1,2-1,5 მილიონ ევროდ (1,4-1,8 მილიონი დოლარი), თუმცა დინოზავრის აუქციონის გაყიდვები წარსულში ძალიან არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ჩონჩხი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემთხვევით იპოვა, თავისივე სახელი, ჯონი დაარქვა და მუზეუმს მიჰყიდა.