რამდენი ხნით არის ადამიანი დაცული განმეორებითი ინფიცირებისგან – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ინფიცირების შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, დაავადებაგადატანილი პაციენტები განმეორებითი ინფიცირებისგან მინიმუმ 6-დან 8 თვემდე არიან დაცულები.

"ძალიან ავტორიტეტული კვლევები, რომლებიც ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კალიფორნიის უნივერსიტეტში, აჩვენებს, რომ ადამიანს მახსოვრობის ორი სისტემა აქვს: ერთი ანტისხეულები და ე.წ მახსოვრობის უჯრედები. ორივე ყალიბდება, როდესაც კორონავირუსი და სხვა ნებისმიერი ინფექცია შეხვდება ადამიანს. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც გადატანის შემდეგ არ აქვთ ანტისხეულები, ან ძალიან დაბალი ტიტრი აქვთ, არ ნიშნავს, რომ მათ იმუნური მახსოვრობა არ აქვთ.

რაც კი დაკვირვება არსებობს, 6-დან 8 თვემდე მსუბუქად დაავადებაგადატანილი პაციენტები მინიმუმ დაცულები არიან განმეორებითი ინფექციისგან". – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.